გააძლიერეთ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სწავლება STEM-ით: გამოიყენეთ თვითშეფასების ინსტრუმენტი!

“Erasmus+”-ის მხარდაჭერით, “STEM4Humanities” პროექტი ორიენტირებულია ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებების განათლების STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) მეთოდების გამოყენებით ტრანსფორმაციაზე. ეს შემოქმედებითი ძალისხმევა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორებს აწვდის რესურსებს, რომლებიც საჭიროა სწავლა-სწავლების პროცესში STEM უნარების წარმატებით ინტეგრირებისათვის. 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სწრაფი 10-წუთიანი თვითშეფასების ინსტრუმენტი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების საჭიროებების უკეთ გასარკვევად. ეს სასარგებლო ინსტრუმენტი შეაფასებს თქვენს STEM კომპეტენციებს და გამოკვეთს გასაუმჯობესებელ მხარეებს.

ეს სამ-ნაწილიანი გამოკითხვა დეტალურად გამოკვეთს თქვენს STEM კვალიფიკაციას და ამავე დროს, ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობთ STEM იდეების თქვენი ჰუმანიტარული ან/და სოციალური მიმართულების აკადემიურ პროგრამაში ინტეგრირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობით, თქვენ შეგიძლიათ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მომავალ განვითარებაზე გავლენის მოხდენა და სტუდენტებისთვის განვითარების ახალი გზების გახსნა.

მზად ხართ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი? შეუერთდით “STEM4Humanities” მოძრაობას და აღმოაჩინეთ STEM უნარების მეშვეობით თქვენი სწავლა-სწავლების პროცესის გამდიდრების შესაძლებლობები! 

თვითშეფასების ინსტრუმენტის სანახავად დააჭირეთ აქ: https://forms.gle/YN559UztbVi9Q4Mi9

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647

© 2024 STEM4HUMANITIES ALL RIGHTS RESERVED

MADE 🔐 BY INNOVATION HIVE

Skip to content