Blog

  • Blog

    გააძლიერეთ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სწავლება STEM-ით: გამოიყენეთ თვითშეფასების ინსტრუმენტი!

    გააძლიერეთ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სწავლება STEM-ით: გამოიყენეთ თვითშეფასების ინსტრუმენტი! “Erasmus+”-ის მხარდაჭერით, “STEM4Humanities” პროექტი ორიენტირებულია ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებების განათლების STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) მეთოდების გამოყენებით ტრანსფორმაციაზე. ეს შემოქმედებითი ძალისხმევა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორებს აწვდის რესურსებს, რომლებიც საჭიროა სწავლა-სწავლების პროცესში STEM უნარების წარმატებით ინტეგრირებისათვის.  პროექტის ფარგლებში შეიქმნა სწრაფი 10-წუთიანი თვითშეფასების ინსტრუმენტი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების საჭიროებების უკეთ გასარკვევად. ეს სასარგებლო ინსტრუმენტი შეაფასებს თქვენს STEM კომპეტენციებს და გამოკვეთს გასაუმჯობესებელ მხარეებს. ეს სამ-ნაწილიანი გამოკითხვა დეტალურად გამოკვეთს თქვენს STEM კვალიფიკაციას და ამავე დროს, ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობთ STEM იდეების თქვენი ჰუმანიტარული ან/და სოციალური მიმართულების აკადემიურ პროგრამაში ინტეგრირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობით, თქვენ შეგიძლიათ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების…

  • Blog

    Პირველი სამუშაო შეხვედრა მაცერატაში, იტალიაში

    Პირველი სამუშაო შეხვედრა მაცერატაში, იტალიაში “Erasmus+ KA2” ტიპის პროექტის “STEM4Humanities” პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალაქ მაცერატაში, იტალიაში, მიმდინარე წლის 8 და 9 თებერვალს. 7 ქვეყნის წარმომადგენელი 8 სხვადასხვა ორგანიზაციით დაკომპლექტებულმა კონსორციუმმა სტარტი აიღო STEM (ინგლ. Აბრევიატურა – “მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა”) უნარების ჰუმანიტარულ და სოციალურ პროგრამებში ინტეგრაციის საფუძველზე ტრანსფორმაციული ცვლილებების დანერგვისათვის.    იტალიის, საბერძნეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კოლეჯების წარმომადგენელთა შეხვედრა ემსახურებოდა პროექტის გუნდის წევრთა შორის თანამშრომლობის სულისკვეთების ხაზგასმას. შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს პროექტის საწყისი აქტივობების სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, აღნიშნული დიალოგი ფოკუსირებული იყო თითოეული პარტნიორის გამოცდილების შესწავლაზე და იმ უნიკალურ ღირებულებაზე, რომელსაც ისინი ანიჭებენ პროექტს უმაღლეს განათლებაში არსებული ძირითადი გამოწვევების გადასალახად.   “STEM4Humanities”…

Skip to content