მეტროპოლიტენის კოლეჯმა უმასპინძლა ათენში პროექტის მე-2 ტრანსნაციონალურ შეხვედრას
“STEM4Humanities”-ის პროექტის პარტნიორები ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ ათენში მიმდინარე წლის 10 და 11 ოქტომბერს. მათ მეტროპოლიტენის კოლეჯში ჩაატარეს პროექტის მე-2 ტრანსნაციონალური შეხვედრა. პარტნიორებმა ორდღიან შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, პროექტის ფარგლებში STEM მეთოდოლოგიების ჰუმანიტარულ განათლებასთან შერწყმის საკითხის გასაძლიერებლად.
დისკუსია მოიცავდა არსებით საკითხებს, როგორებიცაა:
- პროექტის პროგრესი: ინფორმაციის ურთიერთგაცვლა პროექტის მიმდინარე სტატუსსა და დღევანდელ დღემდე არსებულ მიღწევებზე.
- მე-2 სამუშაო პაკეტის დასრულების საკითხი: საბოლოო ნაბიჯები მე-2 სამუშაო პაკეტის დასრულების მიზნით, რომლის მთავარი ასპექტიც ჰუმანიტარული დისციპლინების პროფესორებისთვის მინი-კურსის ჩატარებაა.
- მე-3 სამუშაო პაკეტის დაწყების საკითხი: მე-3 სამუშაო პაკეტის საწყისი აქტივობების დაგეგმვა და ამ მხრივ, ჰუმანიტარული დისციპლინების სტუდენტების ტრენინგების სქემის შექმნაზე მუშაობის დაწყება.
- კომუნიკაცია და ინფორმაციის გავრცელება: პროექტის ცნობადობის ამაღლებისა და სამიზნე აუდიტორიასთან უფრო ეფექტურად წვდომის სტრატეგიები.
პროექტის მენეჯმენტის სხვა აუცილებელ ასპექტებთან ერთად შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა შუალედურ ანგარიშზეც, რომელიც გამოქვეყნდება ოქტომბრის ბოლოს, პროექტის მეორე წლის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
მეტი ინფორმაციისა და სიახლის მიღების მიზნით, გამოგვყევით და თვალი გვადევნეთ სოციალურ მედიაში: Facebook and LinkedIn.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647
© 2024 STEM4HUMANITIES ALL RIGHTS RESERVED
MADE 🔐 BY INNOVATION HIVE