Პირველი სამუშაო შეხვედრა მაცერატაში, იტალიაში

“Erasmus+ KA2” ტიპის პროექტის “STEM4Humanities” პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალაქ მაცერატაში, იტალიაში, მიმდინარე წლის 8 და 9 თებერვალს. 7 ქვეყნის წარმომადგენელი 8 სხვადასხვა ორგანიზაციით დაკომპლექტებულმა კონსორციუმმა სტარტი აიღო STEM (ინგლ. Აბრევიატურა – “მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა”) უნარების ჰუმანიტარულ და სოციალურ პროგრამებში ინტეგრაციის საფუძველზე ტრანსფორმაციული ცვლილებების დანერგვისათვის.

 

იტალიის, საბერძნეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კოლეჯების წარმომადგენელთა შეხვედრა ემსახურებოდა პროექტის გუნდის წევრთა შორის თანამშრომლობის სულისკვეთების ხაზგასმას. შეხვედრაზე პარტნიორებმა განიხილეს პროექტის საწყისი აქტივობების სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, აღნიშნული დიალოგი ფოკუსირებული იყო თითოეული პარტნიორის გამოცდილების შესწავლაზე და იმ უნიკალურ ღირებულებაზე, რომელსაც ისინი ანიჭებენ პროექტს უმაღლეს განათლებაში არსებული ძირითადი გამოწვევების გადასალახად.

 

“STEM4Humanities” პროექტის განხორციელების დასაწყისიდანვე კონსორციუმის წევრები გამოთქვამენ მზადყოფნას, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ უმაღლეს განათლებაში და გააფართოვონ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების პროფესორებისა და სტუდენტების მოქმედებათა დიაპაზონი.

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily aდაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647reflect those of the European Union or the National Agency Erasmus+ INDIRE. Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647

© 2024 STEM4HUMANITIES ALL RIGHTS RESERVED

MADE 🔐 BY INNOVATION HIVE

Skip to content