STEM უნარები ჰუმანიტარულ მეცნიერებებისთვის
STEM4Humanities მიზნად ისახავს STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და ჰუმანიტარული განათლების შერწყმას, დასაქმების ამაღლებას და ქალთა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტუდენტების მხარდაჭერას ინოვაციური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული სტრატეგიების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს.
პროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან შედეგებს:
სამუშაო პაკეტები
სამუშაო პაკეტი 1
პროექტის მენეჯმენტი
ჩვენი მენეჯმენტის მიდგომა ეფუძნება ყოვლისმომცველ პრინციპებსა და მეთოდოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თანმიმდევრულ და ეფექტურ პარტნიორობას. პირველ სამუშაო პაკეტში (WP1) ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ უწყვეტ კოორდინაციას და ინფორმაციის გაზიარებას პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ზემოქმედების ღონისძიებების იდენტიფიცირებას და პოტენციურ გამოწვევებს ხშირი მონიტორინგის ანგარიშებისა და ციფრული შეხვედრების მეშვეობით, რათა ამ ყოველივემ უზრუნველყოს პროექტის წარმატება და მისი მიზნების შესრულება.
სამუშაო პაკეტი 3
STEM ტრენინგ სქემის შექმნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტებისათვის
“STEM4Humanities” პროექტის მე-3 სამუშაო პაკეტი (WP3) ეძღვნება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განათლების ტრანსდისციპლინური მიდგომის ხელშეწყობას სტუდენტებისთვის STEM ტრენინგების მეშვეობით. აქ მნშვნელოვანია სტუდენტების უნარებით აღჭურვის მნიშვნელობა, რომლებიც ადაპტირებულია განვითარებად პროფესიულ ლანდშაფტებთან. STEM სასწავლო პროგრამების შეთავაზებით ონლაინ MOOC პლატფორმის საშუალებით და STEM სახელმძღვანელოს შექმნით, პროექტი უზრუნველყოფს სტუდენტების ყოვლისმომცველ განათლებას, რომელიც მორგებულია ინდუსტრიის საჭიროებებს. გარდა ამისა, ისეთი აქტივობებით, როგორიცაა, მაგალითად, სტუდენტების STEM უნარების შეფასება, WP3 ხელს უწყობს ღირებული უნარების შეძენას დასაქმებისა და კარიერის განვითარებისთვის.
სამუშაო პაკეტი 5
“STEM4Humanities”-ის პროექტის შედეგების კაპიტალიზაცია და ექსპლუატაცია
მე-5 სამუშაო პაკეტი ეძღვნება ცნობიერების ამაღლებასა და პროექტის შედეგების პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია პროექტის შედეგების წარმატებით მიწოდება დაინტერესებული მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის შემდგომი მდგრადობისთვის. სოციალური მედიის ანგარიშების აქტიური გამოყენება, პრეს-რელიზები და ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება პროექტს მისცემს მაღალ ხილვადობას.
სამუშაო პაკეტი 2
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლება
იმის გათვალისწინებით, რომ STEM უნარები გადამწყვეტია დასაქმებისთვის და ხშირად არის გენდერული ბალანსის ნაკლებობა, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებულ სფეროებში, აუცილებელია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების აღჭურვა საჭირო უნარებით ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მე-2 სამუშაო პაკეტი (WP2) ფოკუსირებულია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების უნარების გაღრმავებაზე, რათა ეფექტურად მიაწოდონ STEM სწავლების მიდგომები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტებს. WP2-ის განხორციელების დროს შემუშავდება თვითშეფასების ინსტრუმენტი პროფესორების STEM უნარების შესაფასებლად და მათ საჭიროებებზე მორგებული მინი-STEM კურსების შესამუშავებლად.
სამუშაო პაკეტი 4
e-WBL | ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტები მცირე ბიზნესში
მე-4 სამუშაო პაკეტი შეიმუშავებს და განახორციელებს სამუშაოზე დაფუძნებულ სასწავლო აქტივობებს, რათა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტებმა STEM უნარები აითვისონ, გამოიყენონ პრაქტიკაში და ეს რელევანტური იყოს მათ შრომის ბაზარზე გასასვლელად. უპირველეს ყოვლისა, შეიქმნება ბიზნესის ქსელი, სადაც სხვადასხვა ტიპის ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს სტუდენტებთან, რომლებსაც აქვთ განვითარებული STEM უნარები, შეასრულონ მათთვის დაკისრებული ამოცანები და შეხვდნენ სირთულეებს, რომლებიც წარმოიქმნება ყოველდღიური ამოცანებისა და მოქმედებების დროს. ელექტრონული სტაჟირების პროგრამის განხორციელება საშუალებას მისცემს სტუდენტებს, გამოიყენონ STEM უნარები რეალურ სამუშაო გარემოში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გააძლიერონ თავიანთი დასაქმების შესაძლებლობები.
სამუშაო პაკეტების პროგრესი
Სპ 1
პროექტის მენეჯმენტი
Სპ 2
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლება
Სპ 3
STEM ტრენინგ სქემის შექმნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტებისათვის
Სპ 4
e-WBL | ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სტუდენტები მცირე ბიზნესში
Სპ 5
"STEM4Humanities"-ის პროექტის შედეგების კაპიტალიზაცია და ექსპლუატაცია
პარტნიორები ამბობენ
კონსორციუმი
პროექტი შედგება შემდეგი პარტნიორებისგან:
ჩვენი პარტნიორების შესახებ
🇮🇹 იტალია
🇬🇷 საბერძნეთი
🇫🇷 საფრანგეთი
🇱🇹 ლიტვა
🇬🇷 საბერძნეთი
🇵🇱 პოლონეთი
🇬🇪 საქართველო
🇺🇦 უკრაინა
ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (WUST) არის პოლონეთის მთავარი სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის პოპულარობაც ყოველწლიურად იზრდება როგორც რეგიონში, ისე გლობალურად. აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობს 34000-ზე მეტი სტუდენტი, რომელსაც 16 სხვადასხვა ფაკულტეტზე ხელმძღვანელობს 2000 აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტი გთავაზობთ კურსების ყოვლისმომცველ არჩევანს, მათ შორის პროგრამებს, რომლებიც ისწავლება ინგლისურ და გერმანულ ენებზე. უნივერსიტეტი უპირატესობას ანიჭებს ინოვაციებს, ინდუსტრიულ თანამშრომლობას და ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გზებს, იზიდავს სტუდენტებს 49 ქვეყნიდან. ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებში, კვლევით ინიციატივებსა და გაცვლით პროგრამებში, როგორებიცაა "Erasmus+" და ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა "T.I.M.E." და ამასთანავე, ხელს უწყობს დინამიკური სასწავლო გარემოს განვითარებას, რომელიც შეესაბამება ინდუსტრიის მოთხოვნებს.

დაგვიკავშირდით
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647
© 2024 STEM4HUMANITIES ALL RIGHTS RESERVED
MADE 🔐 BY INNOVATION HIVE